შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 13 მარტს ქუთაისს და მიმდებარე სოფლებს წყალმომარაგება შეუწყდება
“2018 წლის 13 მარტს დაგეგმილია სათავე ნაგებობების და სატუმბი სადგურების გეგმიური გაჩერება, რის გამოც 13 მარტს ( 00:00- დან 20:00 -მდე ) წყალმომარაგება შეუწყდება ქ.ქუთაისის და მისი ოპერირების ზონაში მყოფი სოფლების მოსახლეობას”,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.