სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“არა ნამოხვანჰესს”- ქუთაისში აქცია გაიმართა

14 მარტი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“არა ნამოხვანჰესს”- ქუთაისში აქცია გაიმართა

ნამოხვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია გაიმართა.

მოქალაქეების პროექტის შეჩერებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, დიდი სიმძლავრის ჰესები პრობლემას უქმნის არა მხოლოს ლეჩხუმს, არამედ ქუთაისს და მთელს რეგიონს.

“გადავარჩინოთ ქუთაისი და რეგიონი საფრთხისგან. დიდ ჰესები საფრთხეს უქნის მთელს რეგიონს, ამიტომ მოვითხოვთ, არ მოხდეს მშენებლობა. დღეს მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს სპეციალურად შევიკრიბეთ, რადგან გავაპროტესტოთ პროექტი. ქუთაისიდან 25 კილომომენტში შენდება ჰესი, რაც ნიშნავს 11 სოფლის განადგურებას და ძალიან დიდი საშიშროების ქვეშ ექცევა ქუთაისი. ეს არის არამდგრადი ტერიტორია და შეუძლებელია აქ მშნებელობა”, – განაცხადა მალხაზ მურუსიძემ.

მოქალაქეებს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ.