სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამი სკოლა ქუთაისში, რომელსაც ყველაზე მეტი სერთიფიცირებული მასწავლები ყავს

16 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

სამი სკოლა ქუთაისში, რომელსაც ყველაზე მეტი სერთიფიცირებული მასწავლები ყავს

სერთიფიცირებული მასწავლების რაოდენობის მიხედვით სკოლების ათეულში ქუთაისის სამი სკოლა მოხვდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ათეულში მესამე ადგილზე ქუთაისის #41 საჯარო სკოლა არის.

სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლას 72 უფროსი და 4 წამყვანი მასწავლებელი ყავს.

მეხუთე ადგილზეა შპს №1 სკოლა – 65 უფროსი და 2 წამყვანი მასწავლებელით.

მერვე ადგილზე აკაკი წერეთლის სახელობის სსიპ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა 56 უფროსი და 2 წამყვანი მასწავლებელით.

ასევე გამოქვეყნდა იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც ყველაზე მეტი წამყვანი მასწავლებლები ყავს.

ათეულში მეშვიდე და მერვე ადგილზეა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და #41 საჯარო სკოლა.

სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს 4 წამყვანი მასწავლებელი ყავს, ასევე სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლაში 4 წამყვანი მასწავლებელია.

წყარო: edu.aris.ge