ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მიმდინარე წელს მივლინებაში ორჯერ გაემგზავრა. პირველად ის 11-16 თებერვალს ისრაელში მერების საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად წავიდა. მივლინებისთვის ბიუჯეტიდან 1066.77 ლარი გაიხარჯა.
გიორგი ჭიღვარია 5-12 მარტს მივლინებით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც იმერეთის დელეგაციასთან ერთად საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე იმყოფებოდა. ამისთვის ბიუჯეტიდან 5 169, 66 ლარი გაიხარჯა.
ამდენივე დაუჯდა ბიუჯეტს ამავე მივლინებაზე ვიცე-მერის გიორგი იობაშვილის გამგზავრება. ჯამში, საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 10, 339. 32 ლარი დაიხარჯა.
ორჯერ იმყოფებოდა მოვლინებაში ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე. 14-17 თებერვალს მოლდოვაში, საგრანტე პროექტის ფარგლებში ვიზიტისთვის 1 911.73 ლარი გამოიყო. ამავე პროექტის ფარგლებში მოლდოვაში იმყოფებოდა პროექტის კოორდინატორიც, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 028.99 ლარი დაიხარჯა.
ნინო თვალთვაძის ტარტუში, ელექტრონული მმართველობის აკადემიის სასწავლო ტურის ვიზიტი 100.65 ლარი დაჯდა. ამდენივე დაიხარჯა თანამშრომლის ვიზიტზე.
ჯამში, წელს ამ დროის მონაცემებით, მივლინებებზე 15 548 11 ლარი გამოიყო.