ქუთაისის მერიაში კულტურის სამსახურის განყოფილებად გადაკეთების შემდეგ დღის წესრიგში სამსახურის მიერ გამოთავისუფლებული ფართის გარემონტება დადგა.
მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული №210 ოთახის სარემონტო სამუშაოებისათვის.
მერიაში ჯერ არ საუბრობენ, კონკრეტულად რა დანიშნულება ექნება აღნიშნულ ფართს. “ამორტიზირებულია სრულიად, ამოყრილია იატაკი, ფანჯრები დაზიანებული, ჭერი ჩამოშლილი, კეთდება იმისათვის, რომ დამატებითი სამუშაო ოთახები ქონდეს მერიას”- განუცხადეს “ნიუპრესს” პრესსსამსახურში.
სამუშაოებისათვის ქუთაისის მერია 20 604 ლარს გადაიხდის.