ხარაგაულში, საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია.
სახანძრო – სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი.
დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.