სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტრაილერში გაჩენილი ხანძრის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა

23 მარტი, 2018 • Newpress • 1

ტრაილერში გაჩენილი ხანძრის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა

ზესტაფონი-თბილისის საავტომობილო გზაზე, სოფელ ხევთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა მძღოლი.

ზესტაფონი-თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია.