სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

24 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე დღე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

25 – 26 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში 25 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

26 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, 26 მარტის დღის მეორე ნახევრამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწიოს.