სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის 4 კანდიდატია რეგისტრირებული

26 მარტი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის 4 კანდიდატია რეგისტრირებული

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქში შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია გრძელდება.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 4 კანდიდატი.

კახაბერ მჟავანაძის განცხადებით, დარეგისტრირებულია დამოუკიდებელი კანდიდატი ვასილ კოპალიანი, პარტია „საქართველოდან“ გიორგი ლილუაშვილი, ზურაბ ქართველიშვილი – “ტრადიციონალიტებიდან” და გივი ჭიჭინაძე – „ქართული ოცნებიდან“.

რეგიტრაციის ვადა 29 მარტს სრულდება.

არსებული ინფორმაციით, არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ სახელით გიგი უგულავა მიიღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს გაერთიანებული ოპოზიცია.