სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია მზადაა, ერთ-ერთ ქუჩას არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიანიჭოს

27 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მერია მზადაა, ერთ-ერთ ქუჩას არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიანიჭოს

ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მეომრის სახელი ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება. ინიციატივის ავტორი ყოფილი პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძეა.

ნიშნიანიძის ორგანიზებით, ქუთაისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნას მიესალმებიან ქუთაისის მერიაშიც. მერიაში განმარტავენ, რომ მათ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ მიუღიათ.

“აქციის მონაწილეებს არ მოუმართავთ, მაგრამ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავითვალისწინოთ ეს წინადადება. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ ერთ-ერთ ქუჩას არჩილ ტატუნაშვილი სახელი მიენიჭოს”, -აცხადებენ მერიაში.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქუჩას შეეცვლება სახელი.