ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

28 მარტს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

27 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

28 მარტს  ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, 28 მარტს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება:

11:00-დან 14:00 საათამდე – 363 აბონენტს ვაჟა ფშაველას, ნიკოლაძის, მეველეს, პეტრიწის, გრიბოედოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე – 3070 აბონენტს სულხან საბას, შევჩენკოს, სტურუას ქუჩებზე, სოფლებში ქვიტირი, ზედა მესხეთი.

14:00-დან 17:00 საათამდე – 1335 აბონენტს ლესელიძის, ჩანჩიბაძის, დავით და კონსტანტინეს, პეტრე იბერის, ბაგრატის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:30-დან 17:00 საათამდე – 1155 აბონენტს ლეონიძის, გრ.აბაშიძის, ახალგაზრდობის, გურამიშვილის, დეპოს და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.