სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წვიმა და ქარი- მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

29 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

წვიმა და ქარი- მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

29 მარტიდან 31 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების ამინდს შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება განაპირობებს.

29 მარტს დღის მეორე ნახევრიდან სანაპირო რაიონებში, ხოლო ღამის საათებიდან ქვეყნის სხვა რეგიონებშიც დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა 1 აპრილამდე შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.