სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

31 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ჭავჭვაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ზებრა ხაზზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მოხდა შეჯახება. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.