ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

31 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

“დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოში განმარტავენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, მათ არ აღენიშნებათ მოტეხილობა და ამ დროისთვის მკურნალობა მიმდინარეობს.
“არ აღენიშნებათ მოტეხილობა, მიმდინარეობს გამოკვლევები, ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”-აცხადებენ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

პაციენტები ბინაზე მალე გაეწერებიან.

დედა-შვილს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ზებრა ხაზზე გადაადგილდებოდნენ.