ეროვნული ლიგის მე-4 ტურში თბილისის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 2:0 დაამარცხა.
შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა.
ორივე გოლი თამაშის პირველ ტაიმში ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, მან მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში, შესვენებაზე გასვლის წინ კი მეორე გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, შეხვედრას წინ უძღვოდა “ტორპედოს” ფანებთან დაკავშირებული ინციდენტი.