სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

5 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
7 და 9 აპრილს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი- სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსის ფარგლებში, ხოლო 7-9 აპრილს +23, +28 გრადუსი იქნება.

5 -7 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8 აპრილიდან +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 5 -7 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ხოლო 8 -9 აპრილს +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.