სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უფასო ტრანსპორტი გამოიყოფა

5 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უფასო ტრანსპორტი გამოიყოფა

ქუთაისში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს. მერიის ინიცატივით, ავტობუსები ქალაქის მოედნიდან სასაფალაოების მიმართულებით გადაადგილდებიან. მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვადიანი აცხადებს, რომ ტრანსპორტი დღის პირველ საათამდე იმოძრავებს.

“არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, ყველა ტრანსპორტი უფასო არ ქნება. უფასოდ იმოძრავებს ავტობუსები და მიკროვატობუსები, რომლებიც ცენტრალური მოედნიდან სასაფლაოებამდე იმოძრავებენ. ავტობუსები 8-9 აპრილს, დილის რვა საათიდან ორ საათამდე იმოძრავებენ. ავტობუსები გადამზიდი კომპანიების მიერ გამოიყოფა, მერია თანხას არ გადაიხდის, ეს კონკურსის პირობებითაა გათვალისწინებული”, – განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.