ტყიბულში მომხდარ ფაქტს ქუთაისში აქციით გამოეხმაურებიან. “სოლიდარობა ტყიბულელ მუშებს”-ამ ლოზუნგით ქუთაისში დღეს აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები “აუდიტორია 115”-ის წევრები არიან. მათი განცხადებით, მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
აქცია 14:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა.
ქუთაისის მსგავსად აქცია თბილისშიც გაიმართება.