ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსი მოეწყობა

10 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსი მოეწყობა

ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით“, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდება, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნება.

კონკურსი 11 აპრილს, 16:00 სთ -ზე მოეწყობა. საქალაქო კონკურსში მონაწილეობას ქუთაისის IX-XII კლასის მოსწავლეები მიიღებენ. მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან საკონკურსო დავალებებს, რაც ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერას (პროზა – 2 აბზაცი) და მოცემული ტექსტის ასლის გაკეთებას გულისხმობს (პოეზია – 1-2 სტროფი).

კონკურსის შედეგად I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან ( მასწავლებლები და მოსწავლეები ცალ-ცალკე), რომელთაც სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

გამარჯვებულთა დაჯილდოება 14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მოხდება, რომელიც ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების “ ორგანიზებით ჩატარდება.

ამავე ღონისძიებაზე, კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომები გამოიფინება.