სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დარღვევები, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა დააფიქსირა

12 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

დარღვევები, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა დააფიქსირა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წელს დეპარტამენტმა 279 ობიექტი შეამოწმა და 2719 რეკომენდაცია გასცა.

ყველაზე ხშირი სახის დარღვევები, რომელიც ფიქსირდება შემდეგია: საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების სისტემის არ არსებობა;

შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არ არსებობა;

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინსტრუქტაჟის და შესაბამისი სწავლების არ არსებობა;

საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების აღურიცხაობა;

პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების არ არსებობა;

მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა;

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არ არსებობა;

კოლექტიური დაცვის საშუალებების არ არსებობა;

ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა;

კრიოგენული ჭურჭლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა;

კუსტარული დაზგა-დანადგარები;

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა;

ამორტიზირებული და გაუმართავი სამუშაო აღჭურვილობა;

მომატებული ხმაური სამუშაო სივრცეში/ადგილზე;

არარაციონალური განათება სამუშაო სივრცეში/ადგილზე;

მიკროკლიმატის მანორმირებელი პარამეტრების ჰიგიენური ნორმებიდან გადახრა;

აეროზოლების მომატებული კონცენტრაცია სამუშაო სივრცეში/ადგილზე;

ადვილად აალებადი ნივთიერებების დასაწყობების წესის დარღვევა;

დახურულ სივრცეში მუშაობის წესების დარღვევა;

სიმაღლეზე მუშაობის წესების დარღვევა;

საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა;

ერგონომიული მახასიათებლების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და სხვა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 2017 წელს შემოწმდა 160 კომპანიის 279 ობიექტი, ხოლო 2018 წელს – 14 ობიექტი.

წყარო: ipn.ge