სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანელმა გამომგონებელმა მოსწავლეებმა ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს

13 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

ვანელმა გამომგონებელმა მოსწავლეებმა ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს

ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ისპროექტი “რობოტი ლაბორანტი” გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და NASA-სსაგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

გამარჯვებულმა გუნდმა სამი რობოტი წარმოადგინა, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდებს დამოუკიდებლად, ლაბორანტის დახმარების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. მოწყობილობა როგორც ხმით, ისე დისტანციურად იმართება, ადაპტირებულია და მორგებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებზე.

გამარჯვებულებთან ერთად, გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, რომლებსაც მათთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზები გადაეცათ.

მეორე ადგილი ვანის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს. მათი გამოგონება საქართველოში ხანძრების სერიას უკავშირდება და მეხანძრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მოსწავლეებმა შექმნეს მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით.

კონკურსის ფინალში ჟიურიმ 12 გუნდი გადაიყვანა. 12 ფინალისტმა ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულისა და თბილისის სკოლებიდან, დაჯილდოვების დღეს, საკუთარი ინოვაციური გამოგონებები წარადგინა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე სამი წელია ტარდება. მასში მონაწილეობა მიიღო 227-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა, „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში. 2017 წელს, სენაკის წმ. ალექსი შუშაინიას გიმნაზიის მერვე კლასელთა გუნდმა “Smart Kids” მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.

on.ge