ქუთაისში, ნიკეას ქუჩის №70 ბინის მიმდებარედ, სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობისთვის მერიამ ტენდერი NAT180005887 გამოაცხადა. ბიუჯეტიდან დროშის დგარის მოსაწყობად 65 651 ლარი გამოიყო. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ქუთაისში, ნიკეას ქუჩის №70 ბინის მიმდებარედ, სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობა. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები, რომლის მოცულობა 2007 წლიდან დღემდე, ჯამში არ უნდა იყოს სატენდერო თანხის 100%-ზე ნაკლები. წინადადებების მიღება 3 მაისს იწყება და 8 მაისს მთავრდება.
ქუთაისის მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად 65 651 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
17 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები