ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სკოლები, რომელთა რეაბილიტაცია იგეგმება

17 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის სკოლები, რომელთა რეაბილიტაცია იგეგმება

ქუთაისის მერიამ საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი (180005886) გამოაცხადა.

მერიამ 18 სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 10 000 ლარი გამოყო.

ტენდერის ფარგლებში №№2,6,7,8,13,15,20,23,25,26,28,29,31,33,34,35,38,40 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მოხდება, გადაიხურება სკოლები, ასევე მოეწყობა სველი წერტილები.

წინადადებების მიღება 27 აპრილს იწყება და 30 აპრილს სრულდება.