სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია 12 ობიექტს ყიდის

18 აპრილი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის მერია 12 ობიექტს ყიდის

ქუთაისის მერია 12 ობიექტს ყიდის. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და შენობა–ნაგებობები თვითმართველობამ აუქციონზე გაიტანა.

სხვადასხვა უბანში მდებარე ობიექტების საერთო ღირებულება 132 522 ლარია.

მიმდინარე წელს მერია პრივატიზებიდან ბიუჯეტში 2 500 000 ლარს ელოდება.

მიმდინარე წელს, მერიის გადაწყვეტილებით, მიწის ფასი ზონების მიხედვით გაიზარდა. მერიაში განმარტავენ, რომ ფასის ზრდა ქონებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია.

ქუთაისში მიწის ფასი 7 პროცენტით გაიზარდა