სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ევროპული საქართველოს“ კვლევით, ვანსა და ხონში გიგი უგულავა ლიდერობს

25 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

„ევროპული საქართველოს“ კვლევით, ვანსა და ხონში გიგი უგულავა ლიდერობს

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანი-ხონში 28 აპრილს უნდა ჩატარდეს, გიგი უგულავა ლიდერობს.

ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, კვლევა ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში 3-10 აპრილის პერიოდში ჩატარდა და შერჩევამ 18+ ასაკის მოსახლეობა მოიცვა. მათივე ცნობით, 620 პირს პირისპირი ინტერვიუ ჩაუტარდა. კვლევა კომპანია „ბი-სი-ჯი კვლევამ“ ჩაატარა.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანი/ხონში 28 აპრილს უნდა ჩატარდეს, გიგი უგულავა ლიდერობს. მას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, გივი ჭიჭინაძეს კი – 32.1%. სოციოლოგიურმა კომპანიამ გადაუნაწილებელი ხმების (არ ვიცი და უარი პასუხზე) გადანაწილებაც გააკეთა დამატებითი კითხვების დახმარებით. ამ შემთხვევაში გიგი უგულავას 45%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხელისუფლებიდან მის კონკურენტს კი – 35.5%.

მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგებში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარი (48.4%) უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების იმ გადაწყვეტილებას, რომლებმაც ვანსა და ხონში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.