სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ჰაი, ჰარალე, დედაო!“ – რეზო გაბრიაძის შესახებ ფილმის ჩვენება “თეთრ ხიდზე” მოეწყობა

28 აპრილი, 2018 • ირინა მაკარიძე • 1

„ჰაი, ჰარალე, დედაო!“ – რეზო გაბრიაძის შესახებ ფილმის ჩვენება “თეთრ ხიდზე” მოეწყობა

ქუთაისში, ლევან გაბრიაძის ფილმის „ჰაი, ჰარალე, დედაო!“ ჩვენება გაიმართება. ანიმაციური ფილმის ჩვენება 3 მაისს, 20:30 საათზე “თეთრ ხიდზე” მოეწყობა.

ფილმს საფუძვლად უდევს ქართველი მწერალის, მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის ნაწარმოები “ქუთაისი-ქალაქია” და ასახავს მწერლის ბავშვობას ქუთაისში.

როგორც ფილმის რეჟისორმა ლევან გაბრიაძემ “ნიუპრესს” განუცხადა, ფილმში რეზო თავად ყვება თავისი ბავშვობის შესახებ, ანიმაციური ფილმისათვის საჭირო 500-ზე მეტი ნახატიც თავად რეზო გაბრიაძემ შეასრულა.

სავარაუდოდ, გაბრიაძეები ქუთაისში ფილმის ჩვენებას დაესწრებიან, რომელიც სიმბოლურად “თეთრ ხიდზე” მოწყობილ სპეციალურ ეკრანზე მოხდება.

ფილმზე დასწრება მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.

რა ღონისძიებებია დაგეგმილი “ორმაისობას”?

მსახიობთა სახლი ქუთაისში

თეგები: კონკურსი / ანონსიკულტურა