ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქარი და მაღალი ტემპერატურა- მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

30 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქარი და მაღალი ტემპერატურა- მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილს და 1 – 2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა 1 – 2 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი, 1 მაისს გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 1 – 2 მაისს +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში ღამის საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, დღისით კი 1 – 2 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს და 1 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი, 2 მაისს +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.