ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ყველაზე ლამაზი ეზო ერთ კვირაში გამოვლინდება

4 მაისი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში ყველაზე ლამაზი ეზო ერთ კვირაში გამოვლინდება

ქუთაისში ყველაზე ლამაზი ეზო ერთ კვირაში გამოვლინდება. სპეციალურმა კომისიამ 5 საუკეთესო ეზო შეარჩია. მათგან გამარჯვებული მომავალ კვირაში გამოვლინდება და მერიისგან საჩუქრად, მათთვის სასურველი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობას მიიღებს.

საკრებულოს ინფორმაციით, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებიდან ყველაზე ლამაზი ეზო 2 მაისს უნდა გამოვლენილიყო, თუმცა, როგორც საკრებულოს პრესსამსახური განმარტავს, ორმაისობას ბევრი ღონისძიება იყო დაგეგმილი, რის გამოც გამარჯვებულის გამოვლენა გადაიდო.

“შერჩეულია 5 ეზო, რომელთაგანაც გამოვლინდება გამარჯვებული. პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასულები სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. 2 მაისს არ ჩატარდა, რადგან ამ დღეს ბევრი ღონისძება იყო დაგეგმილი, მომავალ კვირაში კომისია გამოავლებს გამარჯვებულს”, –განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.