ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძლიერი წვიმა და სეტყვა – საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

8 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ძლიერი წვიმა და სეტყვა – საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ორი დღის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი.

დღეს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.