“თავისუფლებასთან წააგებთ”- ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. ისინი დღეს “თეთრ ხიდზე” შეიკრიბნენ და შსს-ს ქმედება დაგმეს. მათი განცხადები, ადამიანები ისჯებიან არასწორო ნარკოპოლოტიკის გამო. “შეიცვალოს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა, რადგან უკვე არის მსხვერპლი, რაც ხელისუფლების ბრალია. ჩვენ ვაპროტესტებთ შსს-ს გუშინდელ ქმედებას და ვგმობთ ძალადობობას და მონოპოლიას, რაც სახელმწიფომ გამოავლინა უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. მოვითხოვთ, ნარკოპოლიტიკის შეცვლას”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ. აქციის მონაწილეები თბილისში განვითარებულ მოვლებებს გამოეხმაურენ. შეგახსენებთ, 12 მაისს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმები ღამით კლუბებში შეიჭრენ და რამდენიმე პირი დააკავეს.
“თავისუფლებასთან წააგებთ”- აქცია ქუთაისში
12 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები