ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ყველაზე ლამაზი ეზო გამოვლინდა [PHOTO]

17 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ყველაზე ლამაზი ეზო გამოვლინდა [PHOTO]

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის რამაზ ჩხიკვაძის ინიციატივით გამოცხადებული ეზოების კონკურსი დასრულდა. საუკეთესო ეზოს შერჩევისთვის შექმნილმა კომისიამ ქალაქის მაშტაბით ხუთი საუკეთესო ეზო შეარჩია.

„გამარჯვება“-არაყიშვილის #8, „ავტოქარხანა“- ძოძუაშვილის #10ა, „ნიკეა“- ნიკეას მე-2 შეს. #4, „ქალაქ მუზეუმი“-წმ. ნინოს #6, „ძელქვიანი“-ჭავჭავაძის #1ა.

შერჩეული ეზოებიდან კომისიამ საუკეთესო სტატუსი “ავტოქარხნის” ტერიტორიულ ერთეულში ძოძუაშვილის #10ა-ში მდებარე ეზოს მიანიჭა.

კონკურსის თანახმად გამარჯვებულს თვითმმართველობა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაუფინანსებს, რომელსაც ამხანაგობა თავად აირჩევს.