ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიაში ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ

19 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

სამტრედიაში ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ

სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში ვაზისუბანი-ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცულმა 250 მძღოლმა დღეს აქცია მოაწყო და კარიერამდე მისასვლელი გზა გადაკეტა.

მძღოლები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ, რაც მათი თქმით, 1 მილიონ ლარს შეადგენს. მძღოლები აცხადებენ, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია რუსულ და ჩინურ ენაზე, მათი თქმით, არ ყავთ თარჯიმანი, რომ შეძლონ კომუნიკაცია.

მძღოლების მტკიცებით, მათ ასევე ატყებენ გადატანილი მასალის წონაში და კილომეტრაჟში.

გზის დაგების სამუშაოებს ჩინური კომპანია „სინო ჰიდრო“ აწარმოებს.