სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისი 2010” ჩემპიონობისათვის იბრძვის

21 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

“ქუთაისი 2010” ჩემპიონობისათვის იბრძვის

მიმდინარე კვირა სპორტული მოვლენებით დატვირთულია. ქუთაისის საკალათბურთო გუნდი ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძვის, “ქუთაისი2010” და თბილისის “დინამო” საფინალო შეხვედრები 23-24 მაისს გაიმართება.

25 მაისი ქუთაისის “ტორპედო” თბილისის დინამოს შინ შეხვდება, ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, ისევ მეხუთე ადგილს იკავებს (17 ქულა).

26 მაისი “აია არენაზე” რაგბიში “ამერ-იმერი” შეხვედრა გაიმართება, დასავლეთ საქართველოს ნაკრები აღმოსავლეთის გუნდს დაუპირისპირდება. დასწრება თავისუფალია. თამაში 18 საათზე დაიწყება.

26-27 მაისს გაიმართება საკალათბურთო მატჩები, ერთმანეთს კვლავ “ქუთაისი2010” და “დინამო” შეხვდებიან, რის შედეგადაც გამარჯვებული გაირკვევა. თანაბარი ქულების შემთხვევაში დაინიშნება მეხუთე თამაში.

“ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია

თეგები: სპორტი