26 მაისს დამოუკიდებლობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ უბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენები და თეატრალური პერფორმანსები.
ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება. კონცერტი ცისფერყანწელთა ქუჩაზე 20:00 საათზე დაიწყება. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ქუთაისში იმღერებენ ჯგუფი „ეგარი“, ლაშა რამიშვილი, თიკა მახალდიანი და თორნიკე ყიფიანი ბენდით.
ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.