სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის რამდენიმე ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

24 მაისი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის რამდენიმე ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღების ტერიტორიების შეწამვლა ქვეწარმავლების გახშირებულ გამოჩენას უკავშირდება.

ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის დავით წიტაიშვილის თქმით, მდინარე ოღასკურაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო ქვეწარმავლები მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის #17 ბაღში გავიდნენ.

“მდინარე ოღასკურას გაწმენდის სამუშაოების გამო ქვეწარმავლები მდინარედან ქუჩაში გავიდნენ, #17 ბაღი ახლოს მდებარეობს და როგორც ჩანს ამიტომ აღმოჩნდნენ მის ტერიტორიაზე. ამასთან მიმდინარეობს შეწამვლა ყველა მიმდებარე ბაღში, მსგავსი შეწამვლა გეგმიურადაც ხდება”-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება სასწავლო პროცესი #17 ბაღში. როგორც მან განმარტა, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით აღსაზრდელების მშობლებს შეხვდება.

#17 ბაღში სასწავლო პროცესი 22 მაისს შეწყდა. ქვეწარმავალი იმავე ბაღში რამდენიმე დღის წინაც შენიშნეს. მაშინაც შეიწამლა ტერიტორია და სწავლა შეწყდა. სასწავლო პროცესი ბაღში დილით აღდგა, თუმცა, მოგვიანებით იძულებულნი გახდნენ, ისევ შეეწყვიტათ.