დღეს ქუთაისის სტადიონზე “ტორპედო” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება.
ეროვნული ლიგის თამაში 20:30 საათზე დაიწყება.
“ტორპედოს” გულშემატკივრები ფეხბურთელების გასამხნევებლად ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მღერიან.
მათი თქმით, დღეს “ტორპედო” გამარჯვებისათვის ითამაშებს.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი 17 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.