სუპერლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. “ქუთაისი 2010”-მა თბილისის “დინამოს” ანგარიშით 63-55 ძლია.
ამით ფინალურ სერიაში ანგარიში 2-2 გახდა.
ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი მეხუთე შეხვედრის გამართვა გახდა საჭირო.
საფინალო შეხვედრა 30 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.