ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელზე უცხოელ ტურისტებს ავტომანქანა დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც თან მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მძიმე მდგომარეობაშია. იგი სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა უკვე გადაიყვანა ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. თვითმხილველების განცხადებით, ბავშვის დედას გვერდით მყოფმა მეუღლემ შვილი დროულად გამოართვა, რითაც მცირეწლოვანი შემთხვევას გადაურჩა.
მომხდარზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო. მძღოლი სამართალდამცავებს ჩაბარდა და შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.