სუპერლიგის ფინალურ მეხუთე შეხვედრაზე, რომელიც გუშინ ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, მაყურებელმა დაძაბული თამაში იხილა.
ქუთაისის საკალათბურთო გუნდი პირველივე წუთებიდან ლიდერობდა, თუმცა ბოლო პერიოდში თბილისის “დინამომ” უპირატესობა მოიპოვა.
შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე “დინამოს” უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია. შეხვედრა 77:69 დინამოს სასარგებლოდ დასრულდა.
ფინალური შეხვედრების სერიაში ქუთაისისა და თბილისის გუნდებმა სულ ხუთი შეხვედრა გამართა. ტშეხვედრიდან ანგარიში 2-2 იყო, საბოლოოდ გამარჯვებული მეხუთე შეხვედრამ გამოავლინა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მეორეადგილოსანი ქუთაისელები ვერცხლის მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – ანზორ საკანდელიძემ და გივი ბიჭიაშვილმა დააჯილდოვეს.
ჩემპიონ დინამოელებს ოქროს მედლები მსოფლიოს ჩემპიონმა ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცა.
დაბოლოს, დინამოს კაპიტანს ილია ლონდარიძემ საჩემპიონო თასი საქართელოს კალათბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.