ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი ვან გეგა “ტოიოტას” კონკურსში მსოფლიოს მასშტაბით 10 გამარჯვებულს შორის მოხვდა

31 მაისი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისელი ვან გეგა “ტოიოტას” კონკურსში მსოფლიოს მასშტაბით 10 გამარჯვებულს შორის მოხვდა

ქუთაისელი გეგა სოფრომაძე “ტოიოტას” კონკურსის ფარგლებში იაპონიაში მიმეგზავრება. პატარა მხატვარი ერთადერთი ქართველი მონაწილეა. ის მსოფლიოს მასშტაბით 10 გამარჯვებულს შორისაა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ფინალში ქართველი მონაწილე მოხვდა. გეგა სოფრომაძე საქართველოში ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოცხადდა გამარჯვებულად.

ვან გეგა დედასთან ერთად დაჯილდოებაზე მიემგზავრება. მან უკვე მიიღო მიწვევა კონკურსის ორგანიზატორებიდან. კონკურისის ფინალური ეტაპი 27 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ვან გეგა ქუთაისელი თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც არაერთი კონკურსის გამარჯვებულია.