სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

1 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 – 2 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

3 – 4 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა 1 – 2 ივნისს დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 3 – 4 ივნისს 2 – 3 გრადუსით მოიმატებს.

ქ. თბილისში 1 – 2 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 3 – 4 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი.