დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იქმნება, საპარლამენტო უმცირესობის – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
ამასთან, 17–კაციან კომისიაში „ევროპული საქართველო“ 9 წევრით, ანუ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. ასეთი შეთანხმებით დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართული კონსულტაციები. კომისიის ფორმირება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე მოხდება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.