ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

4 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 4 – 5 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,
6 – 7 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს.

ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 6 – 7 ივნისს +28, + 33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში, 4 – 5 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 6 – 7 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს +26, +28, ხოლო 6 – 7 ივნისს +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.