ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე 91-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.