ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძარია. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი აივანზე გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.