წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიტირში რესტორანს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, რესტორან “გოგისვანიძეებში” ამ წუთებში სახურავი იწვის.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით დამწვარია – 100 კვ.მ ფართობი
ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია.