ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე ყოფილი საავიაციო ქარხნის ეზოში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მიტოვებულ შენობას გაუჩნდა. დამწვარია 250 კვ.მ ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარის ძირითადი კერა ლიკვიდირებულია.
