ზესტაფონში სარკინიგზო მოძრაობა მაღალი ძაბვის ვარდნის გამო შეფერხდა- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
“საქართველოში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე გაითიშა მაღალი ძაბვა. ამის გამო მატარებლების #804 თბილისი-ბათუმი, #869 ზუგდიდი-თბილისი და #871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ენერგოპროსთან, პრობლემის მოსაგვარებლად, რათა დროულად აღდგეს ელექტოენერგიის მოწოდება და მატარებლების მოძრაობა საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხების გამო”-ნათქვამია უწყების განცხადებაში.