სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სულაკაურის წიგნის მაღაზია გაიხსნა

22 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში  სულაკაურის წიგნის მაღაზია გაიხსნა

ქუთაისში სულაკაურის წიგნის მაღაზია “სანტა ესპერენსა” გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ საზოგადოებას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი, მწერალიიორგი კეკელიძე და ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მიესალმნენ.

თინა მამულაშვილის თქმით, მაღაზიათა ქსელს “სანტა ესპერანსა”, აკა მორჩილაძის რომანის მიხედვით დაერქვა, რაც ქართულად “წმინდა იმედს” ნიშნავს.

მაღაზიათა ქსელი სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2005 წელს დაარსდა, მას ფილიალები აქვს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

“სანტა ესპერანსამ” ქუთაისში წმინდა ნინოს ქუჩაზე, “მონ პლეზირის” თაღის მიმდებარედ დაიდო ბინა.