ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გაირდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია და-ძმა. კიდევ სამი ადამიანი დაშავებულია.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ipn.ge